Skip to content

ის, რაც ზიანს გვაყენებს

July 31, 2012

   ადამიანი ხელყოფს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას- ყველაფერი, რაც ამ პრობლემას (საკითხს) უკავშირდება, რა თქმა უნდა  პარადოქსულად ჟღერს.

ჩვენ მივეჩვიეთ და არაღ  გვიკვირს, რომ ადამიანი ნარკომანია, ლოთია, თუმცა თვითონ , რომ თავისი მოქმედებით სიცოცხლეს ისწრაფებს, დღეში ორ-სამ კოლოფ სიგარეტს ეწვა, თუმცა კოლოფებს გარკვევით აწერია , მაგალითად “მოწევა კლავს”, მხოლოდ ფულად ჯარიმის შიშით იკრავს დამცავ ღვედს, თუმცა  იცის, რომ გარდაკრული ღვედი ავარიის შემთხვევაში მისი გადარჩენის ალბათობას მნშიშვლელოვნად ზრდის, ავადმყოფობის ნიშნების გამოჩენისტანავე, მაშინაც კი, როცა დიაგნოსტიკა უფასოა, არ მიმართავს ექიმს, არაჯანსარად, ვთქვათ ცხიმეულით ან ნიტრატებით გაჯერებული სურსათით იკვებება, თუნდაც იცოდეს, რომ სადილად ორიოდე საათში დისკომფორტი შეექმნება, მთელ დღეს საჭესთან ან სავარძელში ატარებს, თუმცა ზედმეტი კილოგრამები სუნთქცაშიც უშლის ხელს. Read more…

ცხოველთა დაცვა

July 30, 2012

ცხოველთა დაცვა ბუნების დაცვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.ბუნების, კერძოდ ფაუნის შენარჩუნება იმ სახით, როგორითაც მან დღემდე მოაღწია თითოეული ადამიანის მოვალეობაა.ცხოველთა დაცვა ამავე დროს ჰუმანიზმის საკითხია. ცხოველების მიმართ დამოკიდებულებაში ჩვენი სულიერი სამყარო ვლინდება. ცხოველთა დაცვა აუცილებელია არა მარტო ბუნების, არამედ თვითონ საზოგადოების სულიერი წონასწორობის დასაცავად. დამოკიდებულება, როგორც უნიკალური ან გადაშენების პირას მისული ცხოველებისა და ფრინველების, ისე მაწანწალა ძაღლების მიმართ ჩვენივე სულიერების სახეა.

მრავლად არიან ზოოფანატებიც, ცხოველთა დაცვის საკითხზეე საღად მოაზროვნე მოქალაქეებიც, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, რომლებიც, თუ მათ ამის საშუალება მიეცემოდათ, იშვიათად ცხოველებზე ნადირობაზე უარს არ იტყოდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, რაჭის კავკასიონზე ცხოველზე ოთხი დასავლურქარული ჯიხვის მკვლელობის ფაქტი.  საზოგადოება განსაკუთრებით შინაური ცხოველების მიმართ მკვეთრად მომხმარებლურია, საზოგადოება განსაკუთრებით აგრესიულია მაწანწალა ძაღლების მიმართ, რომლებიც მისგან სრულიად დაუცველნი არიან. Read more…

ეკოლოგიური კულტურა

July 30, 2012

თანამედროვე მსოფლიოს მთავარ ეკოლოგიურ გამოწვევად გლობალური დათბობა მიიჩნევა.ლაპარაკია ყინულოვანი ოკეანის,მყინვარების დნობაზე,მსოფლიო კლიმატში მოსალოდნელ ცვლილებებზე. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ასვე პოპულალური იყო ოზონის შრის პრობლემა, რომელიც არ მოხსნილა, თუმცა მასზე ისე ხშირად აღარ ლაპარაკობენ.

ზოგჯერ ამბობენ, თითქოს გლობალური დათბობა მითია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს “საერთო საფრთხის” ილუზირებისათვის სჭირდება: “საერთო საფრთხე”, როგორც ვიცით, საზოგადოების შეკავშირების საუკეთესო საშუალებაა.

თანამედროვე მსოფლიო, რომელსაც სულ რამდენიმე გამაერთიანებელი სლოგანი აქვს (მშვიდობა,დემოკრატია, ანტიტერორიზმი, ეპიდემიების წინააღმდეგ ბრზოლა), გლობალური დათბობის თემას შეიძლება,მართლაც, იდეოლოგიურად იყენებდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს, რასაც იყენებენ, სინამდვილეში არ არსებობს. ხომ არასრებობს ომები, ძალადობა, ტერორიზმი, ვირუსები- ანუ რეალური საფრთხეები, რომელთაგანაც შემდეგ მათ წინააღმდეგ გაერთიანების იდეოლოგია იძერწება? Read more…

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის თბილისი რეგიონის დასკვნითი ღონისძიება

June 16, 2012

1 ივნისს ”დიდუბე პლაზაში”  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის თბილისის რეგიონის პარტნიორმა ორგანიზაცია  ფონდი თბილისის მოზარდთა სახლმა ჩაატარა სამოქალაქო პროგრამის წლიური შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია გვაზავა, PH International-ის პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, პროგრამის მენეჯერი თამარ ფრუიძე, პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მანანა ყუბანეიშვილი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელი ბაკურ სულაკაური, განათლების ექსპერტი პაატა ჩორგოლაშვილი, არასამთავრობო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისის რეგიონის სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო თბილისი რეგიონის 30 სამოქალაქო კლუბის საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა, ვიდეოპრეზენტაციები, პოსტერები და სტენდები.

This slideshow requires JavaScript.

Read more…

კონფლიქტი…

April 30, 2012

დღეს, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლში ქალბატონ ბელა კოპალინის მიერ ჩატარდა ტრეინინგი სახელწოდებით “რა არის კონფლიქტოლოგია (კონფლიქტი)?”, ამ თემის მიმოხილვა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მაგრამ მთავრი მიზანი რასაც ეს ტრეინინგი ემსახურებოდა იყო ის, რომ ჩვენ დატრეინინგებული ბავშვები ვიყოთ ამ თემის კარგი მედიატორები ჩვენს სკოლებში, მეგობრებში, ოჯახში და აშ.

რა იწვევს კონფლიქტის გამძაფრებას?

ყველა კონფლიქტი უნიკალურია, მაგრამ ამავე დროს ყოველ მათგანს აქვს რაღაც საერთო. მაგალითად, საერთოა განვითარების ის გზა, რომელსაც გადის კონფლიქტი აღმოცენებიდან უკიდურეს გამძაფრებამდე.

კონფლიქტის ესკალაციისას- გამძაფრებისას ადგილი აქვს ქცევებისნ გარკვეულ თანმიმდევრობას: Read more…

ტრეფიკინგი

April 28, 2012

დღეს, ფონდი  თბილისის მოზადრთა სახლში ჩატარდა ტრეინინგი სახელწოდებით ” რა არის ტრეფიკინგი?!”  მინდა, მეც მოგითხროთ, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ იცოდეთ, თუ რა არის ტრეფიკინგი და როგორ აიცილოთ თავიდან ეს დიდი საფრთხე.

ტრეფიკინგს თანამედროვე მონობასაც უწოდებენ. ეს ადამიანის მიმართ ჩედენილი სასტიკი დანაშაულია, ხოლო ამ დანაშაულის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ბავშვი, ქალიც და მამაკაციც.

რა არის ადამიანთა ვაჭრობა (ტრეფიკინგი)?

ადამიანით ვაჭრობაა, როცა ადამიანით მოვაჭრეებს ვინმე გადაყავთ თავისი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ადგილას იმისატვის, რომ ისეთი საქმე აკეთებინონ, რისი გაკეთებაც მას არ უნდა. გამოიყენონ იგი უკანონო ან სახიფათო შრომაში, იძულებით ამუშაონ, ანუ გაუწიონ ექსპლუატაცია და ამით თავად გამდიდრნენ, რადგან ასეთი გზით გამომუშავებული ფული ადამიანით მოვაჭრეების ხელში ხვდება.

ტრეფიკინგის მსხვერპლის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას ექსპუატაციის სხვადასხვა ფორმები: იძულებითი შრომა, სექსუალური ექსპუატაცია, იძულებითი მათხოვრობა და სხვა.

Read more…

გილოცავთ წიგნის საერთაშორისო დღეს!

April 23, 2012

წიგნის საერთაშორისო დღე  აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს (რეზოლუცია № 3.18). გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ანათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.

გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რიგი ქვეყნებისა და ორგანიზაციების გამოცდილებას, რომლებიც მანამდეც აღნიშნავდნენ წიგნის დღეს. ეს თარიღი შეირჩა იმის გამო, რომ ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი , უილიამ შექსპირი და  ინკა გარსილასო დე ვეგა.

%d bloggers like this: